1-04-2019
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანრე მოწერელია, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხელმძღვანელს კომოდორ ბაუდევაინ ბუთს და ეკიპაჟის წევრებს შეხვდა.
სახელმწიფო რწმუნებულმა სტუმრებს რეგიონისა და საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და პარტნიორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ნატოს მუდმივმოქმედი შენაერთის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმაა ჩვენი ქვეყნის მისწრაფების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, საქართველოს უსაფრთხოებისთვის ნატოში გაწევრიანება და ამ ორგანიზაციის პარტნიორობა აუცილებელია.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი (SNMG2) დღეს შემოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც შედის: „Flagship - HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”ROS Regele Ferdinand” (რუმინეთი).
ფოთის პორტში სტუმრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია, ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პირველი რაგნის კაპიტანი თემურ კვანტალიანი, პოლონეთის ელჩი საქართველოში და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები დახვდნენ.
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 4 აპრილს დატოვებენ, იქამდე კი შენაერთისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდები „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ ერთობლივ წვრთნეს ჩაატარებენ. წვრთნების მიზანია საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთ
ავსებადობის ამაღლებას.