გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სერჟანტთა აკადემიის დაარსების აღსანიშნავ ღონიძიებაზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

1-04-2019

საქართველოს სერჟანტთა აკადემიის დაარსებიდან 16 წელი შესრულდა. აკადემიის დღე კოჯორში , გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო.


საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისა და დაღუპული გმირებისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგების შემდეგ, სერჟანტებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიმართეს. მათ თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში სერჟანტების განსაკუთრებულ როლზე, სერჟანტთა ინსტიტუტის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამხედრო მოსამსახურეებს მხარდაჭერა აღუთქვეს.

ლევან იზორიას განცხადებით, საამაყოა ის გზა, რაც საქართველოს სერჟანტთა კორპუსმა გაიარა და დღეს ნატოს სტანდარტებთან დაახლოებული სერჟანტთა ინსტიტუტი გვაქვს.


საქართველოში სერჟანტთა ინსტიტუტის განვითარების ეტაპები სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემაც გაიხსენა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობასა და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. სამ წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეს უწყებრივი მედალი „გიორგი ანწუხელიძე“ თავდაცვის მინისტრმა გადასცა. დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისათვის სერჟანტთა აკადემიის 8 სამხედრო მოსამსახურეს თავდაცვის ძალების მეთაურის ,,მადლობა“, 33 სამხედრო მოსამსახურეს კი, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის ,,მადლობა“ გამოეცხადა.


ღონისძიება საზეიმო მიღებით დასრულდა.

სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა, სადაც ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტის მომზადება მიმდინარეობდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტს ცენტრს სერჟანტთა აკადემიის სტატუსი მიენიჭა.