გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესყიდვის სახელმწიფო პროგრამაში მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა

2-04-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. პროგრამის მიზანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსების გზით ხელმისაწვდომობის გაზრდაა. პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.


პროგრამის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარის შეადგენს.


პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ კომერციულ იურიდიულ პირს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.


პროგრამა საპილოტეა. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყო 28 მარტს და 5 აპრილამდე გაგრძელდება. განაცხადების მიღების მეორე ეტაპი კი, უახლოეს მომავალში დაიწყება. ფერმერებისა და მეწარმეების მხრიდან პროგრამაში ჩართვის უპრეცედენტოდ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მიღებული განაცხადების განხილვა უკვე დაწყებულია.

პროგრამა განხორციელდება „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.