გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დამნაშავედ ცნო

2-04-2019

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თაღლითობაში ბრალდებული დ.ს. დამნაშავედ ცნო.


სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით ბრალდებული ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დუბაიში დასაქმების დაპირებით მოტყუებით დაეუფლა 37 მოქალაქის კუთვნილ თანხას ჯამში - 70 000 აშშ დოლარის ოდენობით.


დ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.