გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა

2-04-2019

ჯანმრთელობის დაზღვევა - საჭირო, თუ აუცილებელი?


ჩვენი ჯანმრთელობა, ის, რასაც ვერ ვიყიდით, ან ის, რისიც ფასი არაფერია.
სადღეგრძელოებში, ან სურვილებშიც ხშირია, ჯანმრთელობა გვქონოდეს და სხვა ყველაფერი იქნება და მიღწევადიაო ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე, ქვეყნების ნაწილში ის სავალდებულოა, ნაწილში სახელმწიფო გაზღვევს, მოკლედ - ჯანმრთელობის დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანი რამეა.


მოდით დავთვალოთ:

• ანალიზები - პროფილაქტიკის მიზნით 6 თვეში ერთხელ ვიკეთებ მე პირადად, ჰო, ჯანმრთელი ვარ, როგორც იტყვიან „ხარივით“, მაგრამ მაინც, აუცილებლად მიმაჩნია

• მედიკამენტები - ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, დავთვალოთ აბა, გასულ წელს რამდენი დაგვეხარჯა

• ოჯახის ექიმი - პანიკა არაა საჭირო, თუმცა, როცა რამე გვაწუხებს, აუცილებლად უნდა მივმართოთ, შესაძლო გართულებების თავიდან ასარიდებლად

• სტომატოლოგია - სხვა თუ არაფერი, გაწმენდა მაინც ხომ დაგვჭირდება და ზოგადად, ღიმილით ცხოვრება ბევრად უფრო ფერადია, ლამაზი ღიმილიც ძალიან მნიშვნელოვანი აქედან გამომდინარე

• სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ნუ, გისურვებთ არ დაგვჭირდეს, მაგრამ ვაი და...?

• ჰოსპიტალიზაცია, ამბულატორია, მილიონი სხვა რამჰოდა, აი თვეში არც ისე დიდი გადასახადი და ეს ყველაფერი, სრულად ან ნაწილობრივ გვიფინანსდება. დაავადების გართულების რისკიც არ გვაქვს, იმის გამო, რომ ან ექიმთან წასვლის, ან წამლების ფული შეიძლება არ გვქონდეს კონკრეტულ მომენტში, რა იცი რა ხდება...


ჯანმრთელობის დაზღვევა საქართველოში ნელნელა უფრო და უფრო აქტიურად ვრცელდება.კომპანიების ნაწილი შეღავათებს უკეთებენ თანამშრომლებს და ამის გამო, ზოგის არ უნდა, მაგრამ ჰა, ცოტას დამატება უწევს და ამიტომ ეზღვევა, საბოლოოდ კი - უკვე პირადად გამოცდის, რამდენად მნიშვნელოვანია.