გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მაჭახლის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები პოლიციაში დაიბარეს

2-04-2019

მაჭახლის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე 4 მოქალაქე პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა.

ამის შესხებ ინფორმაცია საინიციატივო ჯგუფმა ''მაჭახლის ხეობა ჰესების გარეშე" გაავრცელა. მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე რაულ მალაყმაძე ამბობს, რომ სოფელ ქედქედში მცხოვრები 4 მოქალაქე პოლიციაში დღეისთვის იყვნენ დაბარებულები, თუმცა არ გამოცხადნენ.


პოლიციაში დაბარებამდე, მოქალაქეებმა ინვესტორს ტერიტორიაზე ტოპოგრაფიული საპროექტო სამუშაოების გაკეთების საშუალება არ მისცეს, თუმცა როინ მალაყმაძე ამბობს, რომ ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია და ადგილზე პოლიციაც იყო მისული. მისი ინფორმაციით, ხვალ მთელი მოძრაობა აპირებს მივიდეს ხელვაჩაურის პოლიციაში.


სოფელ ქედქედში მცირე ზომის ჰესის მშენებლობას კომპანია "ბიჯით ტრეიდი" გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელი ლევან ბაკურიძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ მათ პოლიციისთვის არ მიუმართავთ, თუმცა თუ გაგრძელდება სამუშაოების ჩატარებაში ხელშეშლის ფაქტები, აუცილებლად მიმართავენ სამართალდამცველებს.


"ტოპოგრაფიულ სამუშაოებს როცა ვაწარმოებდით მაშინ იყო ხელშეშლა, იქეთ გვემუქრებოდნენ მოქალაქეები, თუმცა მუშტიკრივს ხომ ვერ გავმართავთ? ერთადერთი რაც გავაკეთეთ, ვთხოვეთ სამართალდამცველებს, რომ კანონმდებლობით გვაქვს უფლება დავიწყოთ სამუშაოები და უზრუნველყავითო" - აცხადებს ლევან ბაკურიძე და კატეგორიულად უარყოფს რაიმე ტიპის მუქარას.


"სად მაქვს ორი თავი დავემუქრო როინ მალაყმაძეს, იქეთ დამიბარებენ პოლიციაში მუქარისთვის. არ გამიკვირდება. ასეთ რაღაცებს მე არ ვაკეთებ. პირიქით, ჩვენ მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ" - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.


მოლაპარაკებების პროცესში იურისტი გიორგი ხიმშიაშვილია ჩართული, რომელიც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ როინ მალაყმაძესთან შეხვედრა ორი დღის წინ ჰქონდა.


" სოფელ ქედქედში მცირე ზომის ჰესი შენდება, ამიტომ ჩავერთე როგორც მედიატორი პროცესში. ვესაუბრე როინ მალაყმაძესაც და მათ ამ მცირე ზომის ჰესის მშენებლობაზე წინააღმდეგობა არ აქვთ, თუმცა ხეობაში სხვა დიდი კომპანიებს დიდი ჰესების მშენებლობა სურთ და წინააღმდეგობის კამპანიაში ესეც მოექცა" - განაცხადა ხიმშიაშვილმა. ისიც ადასტურებს, რომ კომპანიას არ მიუმართავს პოლიციისთვის ხელშეშლის ფაქტზე. ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნის აზრი იკარგება.

იურისტი ვარაუდობს, რომ პოლიცია სტანდარტულ პროცედურას ატარებს, რომელიც 112-ში შესული შეტყობინების შემდეგ ფაქტზე მოქალაქეების გამოკითხვას ითვალისწინებს.


აჭარის ტელევიზია