გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გორის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მკურნალობის ხარჯებს 2000 ლარით აფინანსებს

2-04-2019

2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება. გორის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, გასართობი ცენტრი „ქიდსლენდი“ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს უმასპინძლებს.


ღონისძიება, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება, გორის მერიის მხარდაჭერით იმართება.

მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში 18 წლამდე ასაკის, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს, მკურნალობის ხარჯები 2000 ლარით უფინანსდებათ.


აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალტეტის სპორტის განვითარებისა და ხელმშეწყობის სააგენტოს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში მესამე წელია აუტიზმის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სპორტული ჯგუფი ფუნქციონირებს. სპორტულ აქტოვობებში ჩართული აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები იძენენ იმ ცოდნას, უნარებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც ეხმარება მათ სოციალიზაციაში.

დღევანდელი დღის მიზანი აუტიზმის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.