გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"ჩვენ დავამთავრებთ ოზურგეთში ილა კეჭაყმაძისა და ბეგი სიორიძის ტერორს" - ოზურგეთისაკენ მომიტინგეები დაიძრნენ

9-11-2017

"ჩვენ დავამთავრებთ ოზურგეთში ილა კეჭაყმაძისა და ბეგი სიორიძის ტერორს! ბრძოლას მივიყვანთ გამარჯვებამდე და მოსახლეობას მოვუტანთ რეალურ თვითმმართველობას. რა თქმა უნდა, ვაპროტესტებთ უსამართლობას, გიორგი როყვას გაუჩინარებას, არჩევნების გაყალბებასა და ძალადობას ამომრჩევლებზე. ძირს ბეგმმართველობა!"-განაცხადა დღეს დაგეგმილი აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ამირან ბაქანიძემ.

ამ წუთისათვის ოზურგეთის რაიონის ყველა სოფლიდან ათეულობით ავტომანქანის კოლონა ოზურგეთიოსაკენ მოემართება, სადაც ხელი მოეწერება მიმართვას მოთხოვნაზე,  ხელისუფლების პირველმა პირებმა 12 ნოემბერს დანიშნული არჩევნები სამართლიანად ჩაატარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეები, როგორც მანიფესტის ტექსტშია ნათქვამი, დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ.


წყარო: "გურიის მოამბე"