გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გამოცდებისთვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი ხვალ დასრულდება

2-04-2019

გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი ხვალ, 3 აპრილის,18:00 საათზე დასრულდება.ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, მსურველები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.


ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის და საერთო სამაგისტორო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო.


გამოცდებში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციას ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) გადიან. იმის შესახებ, რომ მათ წარმატებით დაასრულეს რეგისტრაცია, დადასტურებას იღებენ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.


ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმეეტაპიანია. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი.


7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ ტესტის ტიპის შეცვლის საშუალება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებსაც.


აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.