გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდში წყალარინების პრობლემის მოსაგვარებლად გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა გრძელდება 

2-04-2019

ზუგდიდიში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროცესს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნენ.


სამშენებლო სამუიშაოების დასრულება 2020 წლის იანვარ-თებერვალში იგეგმება. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. წყალარინების ქსელის მშენებლობა 85 მილიონი ლარი, ხოლო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 42 მილიონი ლარი ჯდება.


პროექტი მთელი ქალაქის ამორტიზებული წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას და 180 კილომეტრამდე წყალარინების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც განახორციელებს ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით.


აღნიშნული შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებისა და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკებს.

ზუგდიდის მოსახლეობის 60%, წყალარინების სისტემის არარსებობის გამო, დღემდე ვერ სარგებლობს საკანალიზაციო სისტემით. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქს ექნება წყალარინების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა და ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და გაუუმჯობესდება საყოფაცხოვრებო პირობები.