გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში ყაჩაღობაში ბრალდებულს 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

5-04-2019

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 მაისს, ძარცვისთვის ნასამართლევმა გ.მ.-მ, ქ.ბათუმში, უკანონოდ შეაღწია ვალუტის გადამცვლელ პუნქტ შპს "თაიმს“-ში და პისტოლეტის მსგავსი საგნით თანამშრომლის მიმართ განხორციელებული სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით შეეცადა დაუფლებოდა 10693 ლარის ოდენობის სხვადასხვა ვალუტას, რა დროსაც იგი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.


გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა საცავში უკანონოდ შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ბათუმის საქალაქო სასამართლომ გ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.