გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სენაკში თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

5-04-2019

სენაკში მშვიდობის ქუჩაზე (ყოფილი საკონსერვო ქარხნის ტერიტორია), თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო „ნათს ელი“ გაიხსნა. ინფორმაციას სენაკის მერია ავრცელებს.


მათივე ცნობით, საწარმო ადგილობრივმა მეწარმეებმა ზაზა და ბადრი ლორჩოშვილებმა დააფუძნეს.


ამ ეტაპისთვის განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა მილიონ 750 ათას ლარს შეადგენს. თხილის ქარხანაში პირველ ეტაპზე 30-მდე ადგილობრივია დასაქმებული, სეზონზე იგეგმება სამუშაო ადგილების ზრდა. დამუშავებული თხილის ექსპორტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელდება. თხილის საწარმოში მიმდინარე პროცესს გაეცნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი.


,,მოხარული ვარ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა, რაც თავისთავად მოიცავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას. ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლება, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მეწარმეობის განვითარებას“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.