5-04-2019
სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
თბილისში, 6 აპრილს, დღის საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსი იქნება. დანარჩენ დღეებში უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობითს, 6-8 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 6 აპრილს +17+22 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 7 აპრილიდან +21,+26 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +16, +21 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.