გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში 37-იანი წლების რეპრესიების დროს დახვრეტილთა საფლავი იპოვნეს

5-04-2019

ბათუმში, 1937-იან წლებში სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი მოქალაქეების საფლავი აღმოაჩინეს.


ინფორმაციას და ფოტომასალას ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.


"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულების თანახმად, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე საბანაკო შეკრების ბაზა #3-ის გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო უწესრიგოდ და უპატიოდ განთავსებული. შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა ეპარქიის მიერ მათი ამოსვენება. ა/წ 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოხდება მათი პატივით დაკრძალვა"-ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.