გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ვახტანგ ყოლბაია სამეცნიერო კონფერენციას - ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ დაესწრო

6-04-2019

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია „ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ გაიმართა.


კონფერენციის მთავარი მომხსენებელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისტორიკოსი, ჯემალ გამახარია იყო, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პირველი წლები გაიხსენეს და ზვიად გამსახურდიას როლზე ისაუბრეს ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა.


კონფერენციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი აჩვენეს.


ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ეროვნული მოძრაობის ლიდერები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.