გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს - შთამომავლები დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვენ

6-04-2019

ბათუმში 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გუშინ გაავრცელა.


"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულების თანახმად, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე საბანაკო შეკრების ბაზა #3-ის გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო უწესრიგოდ და უპატიოდ განთავსებული. შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა ეპარქიის მიერ მათი ამოსვენება. ა/წ 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოხდება მათი პატივით დაკრძალვა" - ნათქვამია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებაში.


დღეს კი, რამდენიმე რეპრესირებული პირის შთამომავალი დნმ-ის ანალიზსა და განმარტებებს ითხოვს.


„ჩემი ბაბუა იყო რეპრესირებული. არ ვიცი, აქ არის დამარხული თუ არა ან ეს საიდან დავადგინო. ეპარქიის მიერ გამოქვეყნებულ სიაში არის. დნმ-ის ანალიზი უნდა ჩატარდეს“ – ამბობს რეპრესირებული პირის შთამომავალი, ალექსანდრე დუაძე.


ეპარქია 1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილ პირთა სიას აქვეყნებს.