გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმში დღეს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა - გახსნის ცერემონიას სალომე ზურაბიშვილი დაესწრო

6-04-2019

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ დონის ჩემპიონატს მასპინძლობს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა, რომელიც ახლახანს დასრულდა.


საქართველოს პრეზიდენტმა სპორტსმენებს საქართველოს სახელით არაერთი გამარჯვებისთვის მადლობა გადაუხადა.


ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებიან.


როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, საქართველოს ძალოსანთა ნაკრები 14 წევრისგან შედგება. მათი მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეა.


ძალოსანთა ჩემპიონატისთვის 42 ქვეყნიდან 400-მდე სპორტსმენი ჩამოვიდა.


ჩემპიონატი 13 აპრილამდე გაგრძელდება.