გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დეკანოზი იოანე გორელიშვილი: თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია, დნმ-ის ანალიზი თავად გააკეთოს

6-04-2019

ხელვაჩაურის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აღმოჩენილ რეპრესირებულთა საერთო სამარხზე დეკანოზი იოანე გორელიშვილი ამბობს, რომ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ სამარხში ნამდვილად რეპრესირებულები იყვნენ დამარხულნი.


არსებობს მეცნიერთა მტკიცებულებები; ცხედრებს შეკრული ჰქონდათ ხელები, აღმოჩენილია მონეტები, რომლებიც მოქმედებდა 1937-38 წლებში. აბსოლუტურად ყველა არის დახვრეტილი, უმრავლესობა კეფაში, ამიტომ სრული მტკიცებულებებია იმის, რომ ისინი არიან რეპრესირებულები” – განაცხადა დეკანოზმა.


მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში ცალკეულ ოჯახებს შეუძლიათ დნმ-ის ანალიზის ჩატარება, მაგრამ ეკლესიას ამის სახსრები არ აქვს.


„თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია, დნმ-ის ანალიზი გააკეთოს თავად, ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და საპატრიარქოს ის თანხა არ გააჩნია, რომ 150 ცხედარს ჩაუტაროს ანალიზი” – ამბობს დეკანოზი.


რაც შეეხება, რეპრესირებულთა ელიგიურ კუთვნილებას, დეკანოზის თქმით, სარწმუნოებას მნიშვნელობა არ აქვს.


„რელიგია აქ არაფერ შუაშია, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს სარწმუნოებას, რადგან ისინი იყვნენ პატივის გარეშე დაკრძალულები, ჩაყრილები, ახლა ამოვასვენებთ და პატივით დავკრძალავთ, პანაშვიდში მხოლოდ მათ მოვიხსენიებთ, ვინც მონათლული იყო” – განაცხადა დეკანოზმა.


შეგახსენებთ, რომ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გუშინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ხელვაჩაურის ყოფილ ტერიორიაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს. დღეს კი მათი შთამომავლები დნმ-ის ანალიზსა და განმარტებებს ითხოვენ.