გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

როგორ შეცვალა აჯიკამ დიდ ბრიტანეთში აფხაზი წყვილის ცხოვრება

21-12-2017

აჯიკის დამზადების ძველმა ოჯახურმა რეცეპტმა დიდ ბრიტანეთში, ქალაქ დონკასტერში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. გუნდა ჰიუიტ-კორტავა და მისი ქმარი ასტამურ კორტავა აჯიკას ამზადებენ, ცხარე საწებელს, რომელიც აფხაზური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია.

გუნდა ჰიუიტ-კორტავა დედით აფხაზია. რამდენიმე წლის წინ ის დედის სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ასტამურ კორტავაზე იქორწინა და აფხაზურ სამზარეულოს ახლოს გაეცნო. ონლაინ გამოცემა The Star-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დონკასტერში დაბრუნდა და გაფანტული სკლეროზი დაუდგინეს, ოჯახს სამუშაოს შოვნა გაუჭირდა. ასე გადაწყვიტეს აჯიკის დამზადება და სამხრეთ იორქშირელი გურმანებისთვის მისი გაცნობა.

მეწარმეების პროგრამიდან (Launchpad) მიღებული დახმარებით გუნდას და მის მეუღლეს დონკასტერში პირველი საწარმოს გახსნის შესაძლებლობა მიეცათ.

„აჯიკა წიწაკის ცხარე საწებელია, რომელიც უნიკალურ გემოს, არომატსა და სანელებლებს აერთიანებს. ის ტრადიციულად სახლში მზადდება და დიდ ბრიტანეთში მისი შოვნა ადვილი არ არის. ასე რომ,  33 წლის გუნდამ სამზარეულოში ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. საბოლოოდ, ხელნაწერი რეცეპტიდან აჯიკა დაამზადა და ადგილობრივ მზა საკვების მაღაზიებს დეგუსტაციისთვის შესთავაზა. უჩვეულო ცხარე სანელებლებიანმა საწებელმა მყისიერად მოიპოვა წარმატება და წყვილმაც საკუთარი ბიზნესიდეის განვითარება დაიწყო. დღეს აჯიკა მთელს ქვეყანაში ფერმერულ მაღაზიებში იყიდება“, - წერს გამოცემა.

კორტავებმა საკუთარი მაღაზიაც გახსნეს, სადაც სხვადასხვა სახეობის აჯიკა მზადდება. „პირველი პარტია ძალიან კარგად მიიღეს, რითიც მივხვდი, რომ შესაძლოა აჯიკის დამზადებით შემოსავალი მქონდეს“, - ამბობს გუნდა.

„კორტავას აჯიკა“ დიდი წარმატებით სარგებლობს, რასაც ისიც მოწმობს, რომ შეფ-მზარეულების 2017 წლის კონკურსის გამარჯვებული მზარეული სალიჰა მაჰმუდ აჰმედი თავის რეცეპტებში მას რეგულარულად იყენებს. ონლაინ-მაღაზიაში 110 გრამი აჯიკა 3 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 10 ლარი) ღირს.

წყარო: reginfo.ge

http://www.reginfo.ge/economic/item/4331-rogor-shezvala-ajikam-did-britanetshi-apxazi-xybvilis-zxovreba