გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დღეს ხარებაა

7-04-2019

მართლმადიდებლური სამყარო დღეს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.


პატარა ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა მოკრძალებული ქალწული, მარიამი, რომელსაც უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისაგან გამოგზავნილი მთავარანგელოზი გაბრიელი და უთხრა: „გიხაროდეს! მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის“. მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: „ნუ გეშინია, მარიამ, რადგან ღვთის მადლი იპოვე. დაორსულდები, გაგიჩნდება ვაჟი და სახელად იესოს დაარქმევ. ის იქნება დიდი პიროვნება და ღმერთის ძე ეწოდება. მისცემს მას უფალი მამამისის, დავითის, ტახტს და ქვეყნის აღსასრულამდე იმეფებს იგი იაკობის სახლზე, არ ექნება დასასრული მის მეფობას“.


იმ დროს მარიამი მხოლოდ დანიშნული იყო იოსებზე და ამიტომ გაუკვირდა: „ეს როგორ მოხდება, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“ ანგელოზმა მიუგო: „სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ“. მაშინ მარიამმა თქვა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ“ და განეშორა მას ანგელოზი.


როცა იოსებმა გაიგო, რომ მარიამი ბავშვს ელოდებოდა, მასთან ფარულად დაშორება გადაწყვიტა, მაგრამ ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გეშინია შენი ცოლის, მარიამის, მიღება, რადგან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“.