7-04-2019
დღეს სენაკის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვას მრევლთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე - კახაბერ კუპრეიშვილი დაესწრნენ.
სადღესასწაულო მსახურება დეკანოზმა ავგუსტინე დუნდუამ აღავლინა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას ხარების დღესასწაული მიულოცა: ,,თითოეულ მართლმადიდებელს ვულოცავ ხარების დღესასწაულს. მინდა, რომ სიხარულისა და ახლის დაბადების ემოცია ყველა ჩვენგანში გაცოცხლდეს. მაცხოვრისა და ღვთისმშობლის მფარველობა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს".
დღესასწაულის სახელწოდება, ხარება, მასთან დაკავშირებული მოვლენის მთავარ არსს გადმოსცემს: ღვთისმშობლისთვის ხარებას, რომ ქალწული მარიამისგან იშვებოდა იესო ქრისტე - ძე ღვთისა.
ხარება დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან, ამდენად, ის არის კაცობრიობის ხსნის დასაბამი, სათავე "ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა".