გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჭიათურის მერობის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" გივი მოდებაძე წარადგინა

7-04-2019

პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდადატად გივი მოდებაძე წარადგინა.


მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ,,ქართულ ოცნებასა" და მის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის.


გივი მოდებაძემ თავის გამოსვლაში ჭიათურაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.


"ჭიათურაში დაწყებულია და დაიწყება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - დასრულდება 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტი, დასრულდება ბაგირგზების მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ პოტენციალს ჩვენს ქალაქში, დაიგება სხვადასხვა მიმართულებით 50 კმ-მდე ასფალტისა და ბეტონის გზა, მიმდინარე წელს დასრულდება რამდენიმე სკვერის რეაბილიტაცია და თანამედროვე სავარჯიშო სისტემების მონტაჟი, სხვადასხვა მიმართულებით მოეწყობა ახალი გარე განათების სისტემები, დასრულდება გარე ფასადური სამუშაოები',' - განაცხადა გივი მოდებაძემ.


მისი თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს განათლება და სკოლამდელი აღზრდა. გამომდინარე აქედან, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რამდენიმე ათეულ სკოლასა და საბავშვო ბაღს, ასევე აშენდება 3 საჯარო სკოლა და ორი საბავშვო ბაღი.


"გარდა ამისა, მუნიციპალიტეტს ექნება ახალი საზოგადოებრივი ცენტრი. შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი"-ს თანადგომით ჭიათურის მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი ხორციელდება. ჩვენ "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელობასთან ერთად ვიზრუნებთ მაღაროელთა უფლებების დასაცავად და მათი ყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად. მოუვწოდებ ყველა ჭიათურელს, ყველა ახალგაზრდას დავდგეთ ერთად ჭიათურის აღმშენებლობისთვის და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის! მე მჯერა 2019 წლის 19 მაისს ჩვენ ავირჩევთ მშვიდობასა და სტაბილურობას და დავუბრუნებთ ჩვენს ღირსეულ ქალაქს ღირსებას" , - განაცხადა ჭიათურის მერობის კანდიდატმა.