გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

12 მაისი საქართველოში უქმე დღე იქნება

8-04-2019

საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე-იმედის დღე იქნება.


მომზადებული ცვლილებებით დაკონკრეტდება, რომ 12 მაისი საქართველოში უქმე დღე იქნება.

4 აპრილს მთავრობამ პარლამენტს მიმართა, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღედ დაწესდეს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.


გასული წლის ბოლოს წმინდა სინოდმა 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.