გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სახალხო დამცველი ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტებზე განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს

8-04-2019

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის ფაქტებზე არაეფექტური რეაგირების შესახებ რეკომენდაციით მიმართა.


სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებები ინფორმირებულნი არიან ქორწინების/ნიშნობის ფაქტის შესახებ, თუმცა არ მიმართავენ პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს. ერთის მხრივ, პრობლემურია რეფერირების განხორციელება იმ საქმეებზე, სადაც სკოლა შემთხვევების ოფიციალურ აღრიცხვას ახდენს, მეორე მხრივ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეებიდან დგინდება, რომ ზოგიერთი სკოლა მალავს ადრეული ქორწინების/ნიშნობის შემთხვევებს და სათანადოდ არ აღრიცხავს სკოლაში გოგოების გამოუცხადებლობის ფაქტებს. ხშირ შემთხვევებში სკოლის ადმინისტრაცია უთითებს, რომ ინფორმირებული არ არის ადრეული ქორწინების თუ ნიშნობის ფაქტის შესახებ და ამ გზით ცდილობს პასუხისმგებლობის არიდებას.


სკოლის მხრიდან ადრეული ქორწინების/ნიშნობის ფაქტების დამალვის პრობლემა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა. სახალხო დამცველი მოცემული სკოლის 3 მოსწავლის ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის საქმეს სწავლობს. მონიტორინგისას ადრეული დაქორწინებული/დანიშნული გოგოების სკოლაში არ ყოფნის მიუხედავად მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალებში ინფორმაცია მითითებული არ იყო. მნიშვნელოვანია, თითოეულ პედაგოგს გააზრებული ჰქონდეს რას ემსახურება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების სათანადო აღრიცხვა, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენისას, დადგეს სათანადო პასუხისმგებლობის საკითხი.


რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის წარმოების წესის დარღვევის ფაქტების შესწავლა და სათანადო ზომების მიღება; კონტროლის გამკაცრება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრებისა და აღრიცხვის ჟურნალის წარმოების წესების და რეფერირების დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე; ასევე, მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება ადრეულ ასაკში.