21-12-2017
მავნებელმა მწერებმა აფხაზეთის სოფლის მეურნეობას დიდი ზიანი მიაყენეს, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა «პარლამენტის“ წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თავის მიმართვაში რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ აზიურმა ფაროსანამ მანდარინის მოსავლის 50%-ზე მეტი, და თხილის მოსავლის 70% გაანადგურა. მისი თქმით, მიმდინარე წელს ახალი ქიმიური პრეპარატების შესაძენად უკვე გამოიყო 8 მილიონი რუბლი, 2018 წელს მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიებების ჩასატარებლად კიდევ 10 მილიონი რუბლი გამოიყოფა.
«20 დეკემბრის მონაცემებით, აფხაზეთიდან რუსეთში 4000 ტონამდე მანდარინი გაიტანეს, რაც ორჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მეჩვენებელზე“, - თქვა ხაჯიმბამ.
მან აღნიშნა, რომ 2018 წელს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად სოხუმი მოსკოვისგან 200 მილიონი რუბლის ოდენობით დახმარებას ელოდება.
წყარო: რადიო "ათინათი"