8-04-2019
ვანდალიზმისა და ქურდობის შემთხვევა ბათუმში - ფერიის სასაფლაოზე 7 საფლავი გაქურდეს. დამნაშავეებმა ბრინჯაოსა და სპილენძის ბარელიეფები და ორნამენტები წაიღეს.
ადგილობრივების თქმით, ამ სასაფლაოზე მსგავსი შემთხვევები ბოლო ოთხი დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქსირდა.
„4 წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევა არის. შემთხვევა ჯერ ასეთი ძარცვის არ ყოფილა. ვაპირებთ ვიდეო თვალის დადგმას იმავე ქუჩებზე, რომლებიც ესაზღვრება სასაფლაოს,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა მიუხედავად ამისა გუშინ გვიან ღამით ერთი სასაფლაო კვლავ გაქურდეს. მოსახლეობა სამართალდამცავების მხრიდან მკაცრ რეაგირებას და ღამის დარაჯის დანიშვნას ითხოვს.