« სექტემბერი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 |
8-04-2019
9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული, საჯარო ბიბლიოთეკაში გამართული თემატური ღონისძიებით - ,,9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ გაიხსნა. ინფორმაციას სენაკის მერია ავრცელებს.
,,ჩვენ პატივს მივაგებთ, 9 აპრილს, სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, სიამაყით აღვნიშნავთ საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.
9 აპრილი ერის ისტორიაში დარჩება, როგორც სიმამაცის, ერთიანობის, თავისუფლებისა და თავგანწირვის სიმბოლო“ - აღინიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კვირეულის ფარგლებში, ჟიული შარტავას მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე - ,,მადლობა, თავისუფლებისთვის...“, გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამდე ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, 9 აპრილს, რუსი ჯალათების მიერ უმოწყალოდ დაჩეხილი გოგო-ბიჭები. შეხვედრის მონაწილეებმა მათი გმირობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
კვირეული, რომლის მიზანია 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული 21 ადამიანის მიმართ მადლიერების გამოხატვა, ხვალ დასრულდება.