გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი შენგელია: გავქვს ძალიან ბევრი საჭიროება, რომლის მოგვარებისთვის მზად ვარ ბოლომდე დავიხარჯო

9-04-2019

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი(გეგა) შენგელია საარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს. კანდიდიატი ამჯერად ჭკადუაშის, ჭაქვინჯის და ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში ამომრჩევლებს შეხვდა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო. კანდიდატთან ერთად შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია იმყოფებოდა.


გიორგი შენგელიამ ამომრჩეველს ჭკადუაშში გამართულ შეხვედრაზე, ცენტრალური გზის მშენებლობის მესამე ეტაპზე ესაუბრა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ გზის მრავალწლიან პრობლემას მოხსნის, რისთვისაც მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. ასევე მოხდება წყალმომარაგების რეაბილიტაცია ჯინჯოლავების და პაპავების უბანში. წელსვე ჭკადუაშში ამბულატორიის რეაბილიტაცია მოხდება.


„ჩვენ სოფლებში გავქვს ძალიან ბევრი საჭიროება, რომლის მოგვარებისთვის მზად ვარ ბოლომდე დავიხარჯო. ერთ-ერთი უმთავრესი შიდა გზების და წყალმომარაგების პრობლემებია, საკითხების იდენტიფიცირება მომხდარია, ბევრი მათგანის მოგვარებაზე მუშაობა მიმდინარეობს. კონკრეტულად ამ სოფელში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გაზიფიცირებაა, რომელიც რამდენიმე უბანში კვლავ მოუგვარებელია, წელს ჩვენ მოვახდენთ გაზიფიცირების პროექტირებას და ამ პრობლემის მოგვარება მოხდება“ განაცხადა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ.


ზედაეწერში გამართულ შეხვედრაზე კი მმართველი პარტიის კანდიდატმა დევნილთა დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორპუსების გადახურვის პრობლემის მოგვარებას მოახდენს. გიორგი შენგელიას სოფელში გარე განათებისა და მიურატის ქუჩაზე მოსაცდელის მოწყობის შესახებ კითხეს, პრობლემის მოგვარება წელსვე მოხდება და ის უკვე ჩასმულია მიმდინარე წლის გეგმაში. ზედაეწერში უკვე მიმდინარეობს ცენტრთან მისასვლელი გზის დაგების სამუშაოები, უკვე დასრულებულია სოფლის გაზიფიცირება.


გიორგი შენგელია დღის ბოლოს, ამომრჩეველს ჭაქვინჯის ცენტრში შეხვდა. სადაც ბაღმარანის უბანში წლობით მოუგვარებელ პრობლემას გზა წარმოადგენდა, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს. ასფალტირებული გზა ბაღმარანის უბანში არასდროს ყოფილა. ჭაქვინჯში წელს შიდა გზების რეაბილიტაციაც მოხდება, ასევე განხორციელდება მინი სტადიონის და #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.

შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ ახალგაზრდულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზუგდიდი პირველი მუნიციპალიტეტი იქნება, სადაც თანამედროვე ახალგაზრდული სივრცე აშენდება. ახალ შენობაში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ თანამედროვე გარემოში იმუშაონ, გაერთონ და სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ.