გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მთავრობამ 2013-2016 წლებში მივლინებებსა და სარესტორნო ხარჯებზე 335 მილიონი ლარი დახარჯა

22-12-2017

IDFI- ის კვლევის მიხედვით, 2013, 2014, 2015 და 2016 წლების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან მთავრობამ მივლინებებსა და წარმომადგენლობით (სარესტორნე, სასაჩუქრე და სხვა) ხარჯებზე 335 მილიონი ლარი დახარჯა.

2016 - მივლინებები - 68 მილიონი, წარმომადგენლობითი ხარჯები - 20.6 მილიონი

2015 - მივლინებები - 63 მილიონი, წარმომადგენლობითი ხარჯები - 17.8 მილიონი

2014 - მივლინებები - 62.4 მილიონი, წარმომადგენლობითი ხარჯები - 17 მილიონი

2013 - მივლინებები - 69 მილიონი, წარმომადგენლობითი ხარჯები - 17 მილიონი

კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს სტუმრების მიღებების, წვეულებების, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების, სუვენირების შეძენა/დამზადების, სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის, და სხვა მსგავს ხარჯებს. წარმომადგენლობითი ხარჯების ზოგად ინსტრუქციას ფინანსთა მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს. 

ბრძანების მიხედვით, წარმომადგენლობით ხარჯებზე ვალდებულების აღება შესაძლებელია ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე. 75 საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული საჯარო დაწესებულებების მიერ წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის ერთიანი წესი, რომელიც მოაწესრიგებდა სტუმრების მიღების ფორმას, მათი კატეგორიების მიხედვით გამასპინძლებასთან თუ საჩუქრების ყიდვასთან დაკავშირებით გასაწევი ხარჯების ზღვრულ ოდენობებს და სხვა საკითხებს.

წყარო: "გურიის მოამბე"