გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლანჩხუთში 9 აპრილის თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა

9-04-2019

1989 წლის 9 აპრილიდან 30 წელი გავიდა, ხოლო 28 წელი მას შემდეგ, რაც 1991 წელს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1991 წლის 9 აპრილსვე ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.


ამ თარიღებთან დაკავშირებით ლანჩხუთში სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა.


ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პანაშვიდი აღევლინა. შემდეგ გვირგვინებით შეამკეს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერების, გია ფირცხალაიშვილისა და გურამ გუჯაბიძის საფლავები.


ამავე დროს ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, დარბაზში, სადაც ოკუპაციის მუზეუმია განთავსებული, ცხრა აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტო-გამოფენა მოეწყო; ასევე დამსწრე საზოგადოებამ მიმოიხილა იმდროინდელი ისტორიული ფაქტები და მოვლენები.


კულტურის ცენტრში კი ღონისძიება გაიმართა,სადაც ამ დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს.


"1989 წლის 9 აპრილი სისხლიანი ასოებით ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. რუსთაველზე საბჭოთა არმიის მიერ სიცოცხლეს 21 ქართველი გამოესალმა. 1991 წლის 9 აპრილს კი ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. სასიხარულოა და საამაყო, რომ ამ ისტორიულ აქტს ხელს ოთხი ლანჩხუთელი აწერს: ემზარ გოგუაძე, გურამ გუჯაბიძე, გია ფირცხალაიშვილი და გია ხავთასი.
1989 წლის 9 აპრილიდან 30 წელი გავიდა. იმ 21 გმირის თავგანწირვა უკვალოდ არ ჩავლილა...
ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ 9 აპრილს დაღუპული გმირების სახელებს" - განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.


ღონისძიებებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.