გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სუპერმარკეტის გაქურდვის ფაქტზე გორში 2 პირი დააკავეს

9-04-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით 2 პირი: 1999 წელს დაბადებული ა.ხ. და 1998 წელს დაბადებული ნ.ჭ. დააკავეს.

 

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა  მაღაზიათა ქსელ „სპარის“ გორის ფილიალში შეაღწიეს, ფარულად დაეუფლნენ ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

 

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.