გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზუგდიდში, ბაღის მასწავლებელს, რომელსაც ბრალად ბავშვზე ძალადობა ედება, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა

11-04-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერის საბავშვო ბაღის მასწავლებელი, რომელსაც ბრალად ხუთი წლის ბავშვზე ფიზიკური ძალადობა ედება, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. 


„სასამართლოსგან მოგვივიდა განჩინება, რის საფუძველზეც მას შეუჩერდა უფელბამოსილება. გუშინ მოგვივიდა წერილი, სადაც ისინი ჩვენგან რეაგირებას ითხოვენ. დღეიდან არ იმუშავებს ბაღის აღმზრდელად. დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - ამბობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა თოლორაია.

ბაღის აღმზრდელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 5000- ლარიანი გირაო რვა აპრილს შეუფარდა.


მშობელი მასწავლებელს 5 წლის ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, აღმზრდელის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის და ბავშვზე ხელით შეხების ფაქტს თვითონ შეესწრო.


შს სამინისტრომ მასწავლებელს ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარუდგინა.


ინტერპრესნიუსი