გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვეჯინში ბიბლიოთეკის დარბევის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი გამოავლინეს

11-04-2019

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ვეჯინში მდებარე ბიბლიოთეკის ინვენტარის დაზიანების ფაქტზე ორი არასრულწლოვანი გამოავლინეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფრომაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მოზარდებმა მიმდინარე წლის 7 აპრილს სოფელ ვეჯინში ბიბლიოთეკის ინვენტარი დააზიანეს, შენობაში დაცული წიგნები დახიეს, ასევე, ავეჯის და ნივთების დაწვა სცადეს.


უწყების ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს