გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუისის ტრაგედია - ერთ ღამეში ლაშეწყალთან დახვრეტილი ფანიაშვილები და 1 გადარჩენილი ბავშვი

22-12-2017

,,- ორი ბავშვი თივის ზვინში შეძვრა, გამორეკეთ,“ - ღრიალებს ვახშამა. ბოლშევიკმა გვარდიელება თივის ზვინებს ცეცხლი წაუკიდეს. ბიჭები შეეცადნენ გამოძრომას, თავები გამოყეს და ყვირილი დაიწყეს. ვახშამამ ორი გასროლით, ორივე ჩაჰკლა. გამწარებული დედა, რომელსაც ძუძუმწოვარა ბავშვი ჰყავდა ატაცებული, თივის ზვინისკენ გაიჭრა. ერთ-ერთმა გვარდიელმა ქალს გულიდან მოჰგლიჯა პატარა და აგიზგიზებულ ცეცხლში შეისროლა. დედას კი, ხელები თმებში ჩაბღუჯა, თავი ააწევინა და აყურებინა, როგორ იხრუკებოდა პატარა.

- ცეცხლი! - აყვირდა ვახშამა. მეორე ზალპის შემდეგ ფეხზე აღარავინ იდგა. დაჭრილმა ბავშვებმა თავი კვნესით გასცეს.

- დააჩუმეთ! - ბრძანა მეთაურმა. გვარდიელებმა მოცელილები ხიშტებითა და ხანჯლებით სათითაოდ ასჩეხეს. მერე გლეხები გამორეკეს ორმოს ამოსათხრელად“ (ამონაწერი ნინო მარჯანიძის სტატიიდან ,,რუისის ტრაგედია“).

ცოტა ხნის წინ, რუისის საჯარო სკოლის პედაგოგის ბლოგზე ვნახეთ ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ მე-9 კლასის მოსწავლეებს პიანისტ მედეა ფანიაშვილის შემოქმედებასა და მოღვაწერობას გააცნობდნენ. იქვე აღნიშნულია, რომ მოსწავლეებს სოფლის განაპირას ლაშეწყალთან მიიყვანდნენ და მემორიალს ყვავილებით შეამკობდნენ. ეს ის ადგილია, სადაც 93 წლის წინ, ფანიაშვილების გვარის წარმომადგენლები, ბავშვები და ქალები დახვრიტეს. მიწაში დაფლულ გვამებს შორის ერთადერთი ბავშვი გადარჩა ცოცხალი. ეს ბავშვი საქართველოს დამსახურებული არტისტის მედეა ფანიაშვილის მამა იყო.

ტრაგიკული ამბავი 1924 წელს მოხდა. ბოლშევიკების წინააღმდეგ გამართული აჯანყება ჩახშობილი იყო. ,,წითელი“ მთავრობა ქვეყნის მასშტაბით, თავად-აზნაურებისა და მათი ოჯახის წევრების რეპრესიებს შეუდგა. ერთ-ერთ ყველაზე მწარე ღამე რუისელ ფანიაშვილებს დაუდგათ.

გადარჩენილი ზურაბ ფანიაშვილის მონათხრობი სოფლის მკვიდრმა, ლადო ბუზიაშვილმა შემოინახა. ის ათიოდე წლის წინ, სოფლის ხელმძღვანელიც იყო და რუისის ისტორიის შესახებ წიგნიც დაწერა.

ამ წიგნშია შესული გადარჩენილი ზურაბ ფანიაშვილის მონათხრობიც:

"
დავიბადე 1913 წელს სოფელ რუისში. მონათლული ვარ ურბნისის საკათედრო ტაძარში, ჩემი მშობლები _ მამა ბაადურ ფანიაშვილი და დედა ანიკო იშხნელი, ჩემი სამი დედმამიშვილი და მე ვცხოვრობდით ჩვეულებრივი ცხოვრებით, შევხაროდით სიცოცხლეს, ვიზრდებოდით ქრისტიანულად, მართლმადიდებელი რწმენით, რაშიც ჩემი ბიძა, დეიდაჩემის მეუღლე, რუისის საკათედრო ტაძარში მოღვაწე მღვდელი დავით სალარიძე გვეხმარებოდა".

ერთხელ სოფელზე თვითმფრინავმა გადმოიფრინა და პროკლამაციები გადმოყარა, სადაც ეწერა, "რკინის ცოცხით აჰგავეთ თავად-აზნაურებიო". ჩვენ შევიკრიბეთ ჩვენს საგვარეულო ეკლესიაში, რომელიც ღვთისმშობლის სახელობისაა. მამა დავითმა დაგვამშვიდა და დაგვაიმედა, რომ გონიერება გაიმარჯვებდა. თანაც იმედი გვქონდა ჩვენი გლეხობისა, რადგანაც გაჭირვების ჟამს ყოველთვის მხარში ვედექით და გვეგონა, არც ისინი მიგვატოვებდნენ, მაგრამ გადარეულ ბრბოს წინ ვერავინ დაუდგა"...
მათ ყაჩაღი, ვინმე ვახშამა მეთაურობდა. ბოლშევიკებს შემოურიგებიათ და მისთვის საგანგებო დამსჯელი რაზმის მეთაურობა დაუვალებიათ. მასაც გარს შემოუკრებია სხვადასხვა ეროვნების თავისნაირი ავაზაკები, რომელთაც სისასტიკით მთელ მაზრაში გაითქვეს სახელი.

 "მღვდელი სალარიძე გამოგვესარჩლა, მაგრამ ვერც მან შეაჩერა კაციჭამიები. წაგვიყვანეს... ჯერ თითქოსდა ურბნისის ტაძარში უნდა შევეკრიბეთ, შემდგომ გადაიფიქრეს და გორისკენ წაგვიყვანეს. გზაში მრავალჯერ შეგვაჩერეს, გვთვლიდნენ; როგორც შემდეგ გაირკვა, დაღამებას ელოდნენ. მიგვიყვანეს ერთ ხევთან, სადაც პატარა ნაკადული მოედინებოდა... ჩაგვამწკრივეს. უფროსებმა უმცროსები უკან მოგვაქციეს. ვახშამამ რაღაც უჩურჩულა გვარდიელებს. იმწამსვე მოგვცვივდნენ და წინ დაგვაყენეს. დედებმა ტირილი ატეხეს: ჯერ ჩვენ დაგვხოცეთ, ჩვენი შვილების სიკვდილს ნუ გვაყურებინებთო, მაგრამ სულგაყიდულებს სინდისის ძაფი გაწყვეტილი ჰქონდათ. მეთაურის ნიშანზე მოცელილებივით დავეცით. გასროლისას ჩვენთან სტუმრად მყოფი მამიდა თინათინი გადამეფარა და მის ტანში გავლილი ტყვია მე მომხვდა. თითქმის ყველა უსულოდ ეყარა მიწაზე, შემდეგ მეორე, მესამე გასროლა და ფეხზე აღარავინ იდგა. ვახშამამ ბრძანა, შეემოწმებინათ, რომ ცოცხალი არავინ დარჩენილიყო. გვარდიელებმა არ დააყოვნეს და დაგვესივნენ ხანჯლებით, ხიშტებით. ოცდასამი ჭრილობა მივიღე, აქედან ხუთი _ თავზე (ყელზეც ეტყობა ნაჭრილობევი-ლ.ბ) შემდეგ ჩაგვყარეს ხევში და მიწა მოგვაყარეს.

მოხდა სასწაული: იმ 96 დამარხულს შორის მე გადავრჩი და ერთი ქალბატონი. თითქოსდა ცხადად ვხედავდი, იმ სამი დღის განმავლობაში, სანამ დამარხული ვიყავი, როგორ იბრძოდნენ ეშმა და ანგელოზები, ერთნი _ ჩემს დასაღუპავად, მეორენი კი გადასარჩენად. ანელოზები შთამაგონებდნენ გავმაგრებულიყავი. თრითინამ (დედოფალამ) გატეხილი თავიდან სახეზე ჩამოსული სისხლი მომწმინდა, ჩემი პირიდან მიწის პირამდე ხვრელი გაიყვანა, რათა მესუნთქა. ანგელოზები მანუგეშებდნენ და მაძალებდნენ, მეყვირა, მაგრამ მე ყვირილი არ შემეძლო და ვდუმდი.

გამომეცხადა ქალი, რომელიც ჩემს გადაცვლილ დედას მივამსგავსე. ის მანუგეშებდა და მთხოვდა, მეხმაურა, რათა ზემოთ გაეგოთ ჩემი არსებობა"... იმ ტრაგედიის ადგილას თურმე ხალხი მიდიოდა, ტიროდნენ, ყვავილებს აწყობდნენ. ამ დროს მიწიდან ხმა მოესმათ. "არიქა, ჩქარა, მგონი, ცოცხლები არიანო", - წერს ლადო ბუზიაშვილი.

მიწა სასწრაფოდ გაუთხრიათ, მაგრამ ცოცხალი მხოლოდ პატარა ზურაბი ყოფილა. ბიჭი გორში გადაიყვანეს. ბიძამისმა, სიკო იშხნელმა, სამხედრო ექიმმა, ბავშვი ჰოსპიტალში დააწვინა. ოპერაცია პარიზიდან თბილისში იმ დროს ჩამოსულ ექიმმა გაუკეთა.
ზურაბ ფანიაშვილი გადარჩა, გაიზარდა, ოჯახი შექმნა.

ფანიაშვილების საგვარეულო ეკლესია

 წყარო: საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"