11-04-2019
თელავში, ერეკლე მეორის ქუჩაზე პირველი საჯარო სკოლის მე-5 კლასელ მოსწავლეს „ოპელის“ მარკის მანქანა დაეჯახა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სკოლის ეზოდან გამოსულმა მოსწავლემ მსუბუქ ავტომანქანას წინ გადაურბინა, რა დროსაც მანქანა შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
ექიმის თქმით, ათი წლის ბიჭს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა შემდგომი გამოკვლევების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.