გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ორგანიზატორები ახალციხის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებს შეხვდნენ

11-04-2019

კოალიციის „განათლება ყველასათვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ირინა ხანთაძე და კოალიციის დირექტორი, გიორგი ჭანტურია, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებს შეხვდნენ და კამპანიის მიზანი, კონკურსში მონაწილეობის წესები და ძირითადი სიახლეები გააცნეს.


მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პოპულარიზაციისა და მასწავლებლების ჩართულობის გაზრდის მიზნით, ასეთი ტიპის შეხვედრები საქართველოს მასშტაბით 17 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.


შეხვედრებს უძღვებოდნენ, როგორც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებლები, ასევე 2017-2018 წლების საუკეთესო ათეულის წევრი მასწავლებლები. მათ კამპანიის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას გააცნეს კონკურსში მონაწილეობის წესები, გაუზიარეს საკუთარ გამოცდილება და უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.


კონკურსში აპლიკაციების მიღება ვებგვერდზე www.tprize.ge 20 აპრილს სრულდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამ-ეტაპიან პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს.


კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, ”მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი გახდება.


მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დაწესდა კოალიციის „განათლება ყველასათვის“ ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით. წელს კონკურსი მესამედ ტარდება და მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, წარმატებული მასწავლებლის გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.


კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი. მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და 4მედია.