გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკში პროექტის - ,,ისტორიული ავტომობილი’’ საჯარო განხილვა გაიმართა

11-04-2019

სენაკის სამხატვრო გალერეაში, საზოგადოების ჩართულობით, პროექტის ,,ისტორიული ავტომობილი’’ საჯარო განხილვა გაიმართა. პროექტს, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ,,აქტიურ ლიდერთა თაობის" ფარგლებში ხორციელდება, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, ვარშავის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, უკრაინისა და მოლდოვის დელეგაციის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


"ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხილვა სამოქალაქო მსჯელობისა და თანხმობის გზით უნდა მოხდეს. ეს არის თვითმმართველობაში გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპის განხორციელების ყველაზე ეფექტური გზა“ - აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.
სენაკისთვის სასიკეთო იდეების განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა.
,,თქვენგან წამოსული საინტერესო და კრეატიული მოსაზრებები ერთობლივი მსჯელობის შემდეგ აუცილებლად ხორცს შეისხამს. ჩვენ - თვითმმართველობამ და საზოგადოებამ - ერთად უნდა ვიზრუნოთ უკეთესი სენაკისთვის, ერთობლივი ძალისხმევით უნდა განვახორციელოთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები’’-განაცხადა მერმა.


პრეზენტაციას ,,ისტორიული ავტომობილი’’ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე ედიშერ ბაღათურია უძღვებოდა. საქართველოში პირველი ავტომობილის მაკეტი, რომლის ისტორიაც სენაკს უკავშირდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეკვეთით მომზადდა და სენაკის მუნიციპალიტეტს გადაეცა. მაკეტის განთავსების ფორმასა და ლოკაციის შერჩევასთან დაკავშირებით დისკუსია წარიმართა, რომელიც კენჭისყრით დასრულდა. საზოგადოების და თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ მსჯელობა ასევე მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან მრავალ საჭირბოროტო საკითხს შეეხო.
პრეზენტაციის მეორე ეტაპი - ,,შენი იდეა ქალაქს’’ - მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა თემურ კუბეციამ წარმართა. მსჯელობის შედეგად გამოვლინდა სენაკელთათვის განსაკუთრებით საინტერესო სხვადასხვა იდეა, რომელთაგან, კენჭისყრის შემდეგ, განსაკუთრებით პრიორიტეტული საკითხები შეირჩა. საჯარო კონსულტაციების პრეცენდენტი უპირველესად მნიშვნელოვანია, როგორც ფაქტი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობისა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის სტუმრებმა, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, გალერეის ,,ოქროს ფონდის’’ დასათვალიერებლად საგამოფენო დარბაზში გადაინაცვლეს. მათ ასევე დაათვალიერეს რეაბილიტაციის პროცესში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა. საინტერესო და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი დღე ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის დათვალიერებით დასრულდა.