გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

"იმისთვის, რომ ბრძოლის გაგრძელება შევძლო, მინდა სააპელაციო სასამართლოსთან მოხვიდეთ და მხარი დამიჭიროთ" - სააკაშვილი მომხრეებს მიმართავს

22-12-2017

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, თანამოაზრეებს სააპელაციო სასამართლოს პროცესზე მისვლისკენ მოუწოდებს. სააპელაციო სასამართლოს სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე სააკაშვილი პეჩორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გენერალური პროკურორი აცხადებდა მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის მტკიცებულებების არსებობის შესახებ, შუამდგომლობა არ შეიცავს არცერთ დოკუმენტს, რომელიც ეჭვის საფუძვლიანობას ადასტურებს.
მიხეილ სააკაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას ვიდეო მიმართვით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.
„პეჩორის სასამართლოს მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში მკაფიოდ ამბობს, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე არის გაყალბებული, არ არსებობს რეალური მტკიცებულებები და ამ საქმეში ბევრი შეუსაბამობაა. პროკურატურა კი, დავალების შესაბამისად მოქმედებს. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდათ შინა პატიმრობა მომისაჯონ. შემდეგ კი, პუტინის დაკვეთით, საქართველოში, „გაზპრომის“ უდიდეს მეწილესა და რუს ოლიგარქთან ჩემი ექსტრადირება მოახდინონ.
მინდა მივმართო მომხრეებსა და ყველას, ვისაც ადარდებს უკრაინის ბედი, მე აქ დარჩენა გადავწყვიტე, რადგან უკრაინის მომავლის მჯერა. იმისთვის, რომ ბრძოლის გაგრძელება შევძლო, მინდა რომ სააპელაციო სასამართლოსთან მოხვიდეთ და მხარი დამიჭიროთ," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

წყარო: "გურიის მოამბე"