გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჭიათურა - პერევისა - სვერი - თვალუეთი - გეზრულის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

9-11-2017

სარეაბილიტაციო მონაკვეთი ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აღნიშნული გზა  ჭიათურიდან იწყება და  ორ სოფელს- შუქრუთსა და პერევისას გადის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,ამ დროისათვის ასფალტ-ბეტონისა და გზის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს. ასევე, კიუვეტებისა და გაბიონების მოწყობა. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია 80-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა. გზის ასფალტ-ბეტონის საფარი ძლიერ დაზიანებული და ზოგიერთ მონაკვეთზე ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი, რაც ვერ უზრუნველყოფდა ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

გზით სარგებლობენ მადნეულის გადამამუშავებელი ქარხნები, ასევე გზის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე სოფლების მაცხოვრებლები.

პროექტის შესაბამისად განხორციელდება: ხელოვნური ნაგებობების, მილების, კიუვეტების, გაბიონების, საფუძვლისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, აგრეთვე გაკეთდება ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, ეზოში შესასვლელები, მიერთებები, საგზაო ნიშნები და გზის შემოფარგვლა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 573 700 ლარია. პროექტის ფარგლებში 70 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოები 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.


წყარო: რადიო "ძველი ქალაქი"