14-04-2019
სალომე ზურაბიშვილმა ახალქალაქში დედაენის დღესთან დაკავშირებით დღესასწაულის არსსა და ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა სიტყვა ზურაბ ჟვანიაზე საუბრით დაიწყო:
"მინდა გავიხსენო ზურაბ ჟვანია, რომლის ვარსკვლავიც რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ევროპის გულში, სტრასბურგში და რომელიც არის დამაარსებელი იმ სკოლისა, რომელიც დღეს არის ცნობილი იმით, რომ ასწავლის ქართულ ენას და გვეხმარება, რომ გავხდეთ ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქენი.
მეც ვსწავლობდ ქართულ ენას დედაენით. ის ფაქტი, რომ ეს დედაენა უბრუნდება სკოლას და ამით ისწავლიან ჩვენი ბავშვები სახელმწიფო ენას, არის ღირსშესანიშნავი.
ვიცი, ვინც აქ ხართ, ყველას არ გესმით ქართული, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაინც მოხვედით.
იმისათვის, რომ ქართლი გახდეს სახელმწიფო ენა, ყველას ენა, მე მაქვს პასუხისმგელბლობა, რომ ამ ენის პოპულარიზაციაზე ვიყო პასუხისმგებელი".
სალომე ზურაბიშვილის თქმით, სახელმწიფო ენა უნდა იყოს კარი ურთიერთობებისათვის და, თუ გვინდა, რომ ერთმანეთს გავუგოთ, ეს ყველაფერი გადის ერთი ენის ცოდნაზე, რომელიც არის სახელმწიფო ენა.
"ენა არის კარი სახელმწიფოს გაძლიერების.
14 აპრილს იბრძოდნენ იმისათვის, რომ ენა ყოფილიყო დაცული.
მე მაქვს სრუვილი, რომ ყველა, ვინც აქ ხართ, გახდეთ საქართველოს სრულყოფილი მოქალაქენი.
მე ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა ყოფილიყო ხელმისაწვდომი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ახალქალაქში ქართულენოვანი ბაგა-ბაღის მშენებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:
"მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არაფერს დავიშურებთ, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს ქართული ენა.
მათთვის, ვინც დღეს ღონისძიებებში მონაწილეობდა, ბავშვებისათვის , ბაგა-ბაღიდან იწყება ენის შესწავლა იმ დონეზე, რომ მომავალში ყველა პერსპექტივა ღია ჰქონდეთ, ამიტომ მე დღეს ახალქალაქიდან მინდა ვთქვა, რომ აუცილებელია, მოკლე ხანში აქ გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა-ბაღი".