გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სენაკის მერი პოლონეთში მოღვაწე თანამემამულეებს შეხვდა

15-04-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა პირველ მოადგილე, გრიგოლ ბაღათურიასთან, მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ძვალ-სახსროვანი სისტემისა და სპორტული მედიცინის უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტი, პოლონეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე რუსლან ჯანიძე, სენაკის საცხენოსნო კლუბის დამფუძნებელი ირაკლი ლაკია და ბიზნესმენი აკაკი ჯინორიძე მიიღო.


შეხვედრაზე პოლონეთის ქალაქ სოპოტისა და სენაკის დამეგობრების და კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ჰიპო-თერაპიის პროგრამის ფარგლებში ჩვენი თანაქალაქელების სამედიცინო დახმარების შესაძლებლობებს, რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, მნიშვნელოვანი სიახლეა.