16-04-2019
მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სენაკში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის პროგრამებზე 230 724 ლარი დაიხარჯა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიურად 200 სოციალურად დაუცველი და მეურვეობამოკლებული მოქალაქის კვებით უზრუნველყოფა ხორციელდება, რისთვისაც სამი თვის მანძილზე 40 765 ლარი დაიხარჯა.
სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამის ფარგლებში, 47 მრავალშვილიან ოჯახს, დედ-მამით ობლებს და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს გადაეცათ სასურსათო პაკეტი 3 560 ლარის ფარგლებში.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ხანძრის შედეგად დაზარალებულ 6 მოქალაქეს გაუწია დახმარება, რამაც 10 000 ლარი შეადგინა.
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური პირობების მქონე 15 ოჯახს, რომელთაც მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნიათ, ბინის ქირით უზრუნველყოფის მიზნით, გაეწიათ დახმარება 3 000 ლარის ფარგლებში. ამავე პროგრამით, რეინტეგრირებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებს, ფინანსური დახმარება გაეწიათ.
ჯანმრთელობაგაუარესებული 417 მოქალაქის სამედიცინო მომსახურებაზე 109 000 ლარი დაიხარჯა.
85 ონკოლოგიურ პაციენტს სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურება, ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის კურსები, ასევე მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები დაუფინანსდა.
სოციალურად დაუცველ 45 მოქალაქეს, თანადაფინანსების ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები - მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია; პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია - დაუფინანსდა.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 31 მოზარდს სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურეობა გაეწია.
თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ 23 მოქალაქეს, დიალეზის ცენტრამდე ტრანსპორტირების ყოველთვიური 130 ლარი დაუფინანსდა, რამაც პირველ კვარტალში შეადგინა 8 580 ლარი.
176 სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, 70 ლარის ფარგლებში, უფასო მედიკამენტური დახმარება გაეწია.
იშვიათი დაავადების მქონე შვიდმა მოზარდმა მიიღო ყოველკვარტალური დახმარება 350 ლარის ოდენობით.
47 მრავალშვილიან ოჯახს, 8200 ლარის ფარგლებში, ფინანსური დახმარება გაეწია.
დედ-მამით ობოლ 3 ბავშვზე გაიცა ყოველკვარტალური დახმარება 150 ლარის ოდენობით.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე - ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომითა და აუტიზმით დაავადებულ 38 მოზარდს, 3800 ლარის ფარგლებში, დახმარება გაეწია.
გარდაცვლილი დევნილი მოქალაქეების და ომის ვეტერანთა 22 ოჯახს, 4 550 ლარის ფარგლებში,სარიტუალო მომსახურეობა გაეწია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ეპიდ.ზედამხედველობის, იმუნიზაციისა და პარაზიტოლოგიის კუთხით, 32953,64 ლარის მომსახურეობა 6233 ბენეფიციარმა მიიღო.
საამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამის ფარგლებში შექმნილმა კომისიამ შეისწავლა და დაადგინა სოციალურად დაუცველ 63 ოჯახზე, არაუმეტეს 2000 ლარის ფარგლებში გასაწევი დახმარებების ოდენობა, საამშენებლო მასალების სახეობების მიხედვით.