გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პროკურატურა გურჯაანის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

16-04-2019

ზვიად მთავრიშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწყო.


2019 წლის 1 აპრილს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ჩადენილი ძალადობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.


2019 წლის 22 მარტს ზვიად მთავრიშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც დასთან - მარინე მთავრიშვილთან კონფლიქტის დროს მისმა არასრულწლოვანმა დისშვილმა 112-თან დაკავშირების შედეგად სამართალდამცავების დახმარება ითხოვა.


მარინე მთავრიშვილმა პოლიციელების მიმართ პრეტენზია ძმასთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტიდან 10 დღის შემდეგ გამოთქვა. მან 30 მარტს განაცხადა, რომ გურჯაანის რაიონული სამმართველოს კაჭრეთის განყოფილების თანამშრომლებმა ზვიად მთავრიშვილს 22 მარტს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მას დაეწყო თავის ტკივილები, 30 მარტს კი იგი გონების დაკარგვის შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მარინე მთავრიშვილის განმარტებით, მისი ძმა იყო ალკოჰოლზე დამოკიდებული.


პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვიდან 10 დღის შემდგომ, მას შემდეგ რაც გამოძიება დაიწყო, ზვიად მთავრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სამართალდამცავებმა მისი გამოკითხვა ვერ შეძლეს.


2019 წლის 15 აპრილს ზვიად მთავრიშვილი გარდაიცვალა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში. მისი სიკვდილის უშუალო მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.