გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საბაჟო საზღვარზე ზე ქრთამის მიცემის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

17-04-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია სამი პირი.


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირების ორგანიზებით, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, ირანიდან სატვირთო ავტომანქანით საქართველოში შემოტანილი იქნა 36 394 ლარის საბაჟო ღირებულების ძრავის ზეთი. საბაჟო მოსაკრებლებისაგან და შესაბამისი გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულების მიერ დეკლარაციაში შეტანილი იქნა ყალბი მონაცემები, რომლის მიხედვითაც ზეთის გატანა თითქოსდა უნდა განხორციელებულიყო სომხეთის რესპუბლიკაში.


აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, რეექსპორტის რეჟიმში მოქცეული საქონელი, შემდგომი რეალიზაციისათვის, გამოტანილ იქნა საბაჟო ტერმინალიდან და მალულად გადაიტვირთა სხვა სატვირთო ავტომანქანაში, ხოლო ის სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც თითქოსდა რეექსპორტით უნდა გაეტანა საქონელი, გამოცხადდა საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სადახლო-საავტომობილოს’’ კონტროლის ზონაში, თუმცა სატვირთო ავტომანქანაში რეალობაში ტვირთი განთავსებული არ იყო.


გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში სამსახურებრივი დახმარების მიზნით, ბრალდებულებმა მიმართეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელსაც მსგავსი სახით - შესაბამისი კონტროლის გარეშე თითოეული ავტომანქანის გატარების შემთხვევაში, ქრთამის სახით შესთავაზეს 500 აშშ დოლარი.


საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 214-ე და 339-ე მუხლების მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.