გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მთავრობის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

18-04-2019

დღეს პანკისის ხეობაში მოსახლეობასთან შესახვედრად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი იმყოფებოდნენ.


"პანკისის ხეობის განვითარების გეგმა ითვალისწინებს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული მიმართულების პროექტების განხორციელებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ პროექტის შესახებ, რომლის განხორციელებასაც სახელმწიფო გეგმავს", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.


მთავრობის წევრებმა უხუცესთა და ქალთა საბჭოების წევრებს, ხეობის მკვიდრ ახალგაზრდებს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობის და წარმოების განვითარების მიმართულებით არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე, ენერგეტიკულ და ტურისტულ პოტენციალზე და გარემოს დაცვის საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი უწყებების კომპეტენტური დასკვნები. მნიშვნელოვანია ამ დასკვნებზე მოსახლეობის წვდომისა და სწორი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იყოს, რათა კომუნიკაციის მიმართულებით ხარვეზმა ხეობის განვითარების პროცესი არ შეაფერხოს.