19-04-2019
ზუგდიდის სოფელ გრიგოლიშში "ქართული ოცნების" წევრებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელმა, ბეჟან გვაზავამ, 28 წლის ალიკა ლაგვილავას მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავის გამო ესროლა.
დაჭრილს 2 ტყვია გულისა და მუცლის არეში აქვს მოხვედრილი.
ალიკა ლაგვილავას ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.
სავარაუდო ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.