გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შსს-ს ინფორმაციით, ხვალ ბათუმში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

19-04-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარათონ „THE GREAT BATUMI RACE”-თან დაკავშირებით მიმდინარე წლის 20 აპრილს ბათუმში, 19:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე, ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ან აიკრძალება.


კერძოდ, მოძრაობა შეიზღუდება:


- შერიფ ხიმშიაშვილის გამზირზე -იუსტიციის სახლიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის კვეთამდე;


- იუსტიციის სახლიდან - რუსთაველი-კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთამდე.


ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება:


- კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე -რუსთაველის გამზირის კვეთიდან მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთამდე;


- მემედ აბაშიძის ქუჩაზე -კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთამდე;


- დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე - მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთამდე;


- ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე - დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე;


- ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე - ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთიდან ნოდარ იმნაძის ქუჩის კვეთამდე;


- ნოდარ იმნაძის ქუჩაზე - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე;


- კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე - ნოდარ იმნაძის ქუჩის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე;


- მერაბ კოსტავას ქუჩაზე - კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე;


- ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე - მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთიდან ვალენბერგის ქუჩის კვეთამდე;


- ვალენბერგის ქუჩაზე - ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან იაკობ გოგებაშვილის ქუჩის კვეთამდე;


- იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე - საბაგიროდან იახტ კლუბის შესახვევამდე.


მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მითითებით ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ.


ღონისძიების დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.