გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

20-04-2019

გუშინ ღამით ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ხანძარი იყო. ერთსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.


დაშავებული არავინაა, მეპატრონემ სახლიდან გამოსვლა დროულად მოახერხა.


როგორც მეპატრონე ამბობს, ხანძარი განზრახ გაჩენილია, უცნობმა პირმა ეზოში საწვავით სავსე ბოთლები შეაგდო, რამაც ხანძარი გამოიწვია.


"ვაკეთებდი საკუთარ მაგნიტაფონს, შემოვარდა ფანჯრიდან ბოთლი, გასკდა და გაჩნდა ხანძარი" - აცხადებს მეპატრონე.


ადგილზე რამდენიმე სამაშველო და სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.


შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.