გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე დახმარებას აღარ მიიღებენ

20-04-2019

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას სამცხე–ჯავახეთი 2019 წლის პირველი იანვრიდან გამოეთიშა.


ორწლიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და მომდევნო დაბადებულ ბავშვზე ყოველ თვეში ფულად დახმარებას იღებდნენ, გაუქმდა. მიზეზი ისაა, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით სამცხე–ჯავახეთში შობადობის სტატისტიკა გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ წლის განამვლობაში რეგიონში 200–ზე მეტი ბავშვი დაიბადა.


სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით 2016 წელს სამცხე–ჯავახეთში 296, 2017 წელს კი 237 ბავშვი დაიბადა.


პროგრამა 2017 წლის იანვრიდან დაბადებულ ბავშვებს ეხებოდათ. თუმცა, შეწყვეტის შემდეგ ის ბავშვები, რომლებიც 2018 წლის 31 დეკემბრამდე დაიბადნენ, დახმარებას ორი წლის განმავლობაში ჩვეულებრივ მიიღებენ. 2019 წლის პირველი იანვრიდან დაბადებულები კი პროგრამას ავტომატურად გამოეთიშებიან.



sknews.ge