გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, საქართველო ჩინეთისგან ტექნიკას მიიღებს

20-04-2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროში საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ჩინეთის დახმარების პროექტის „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის აღჭურვილობა“ ფარგლებში გადმოცემული ტექნიკის მიღების დოკუმენტი გაფორმდა.


საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ხოლო ჩინეთის მხრიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ძი იანჩიმ.


სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩს მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობა უკანასკნელ წლებში მრავალი მიმართულებით გაღრმავდა.


„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მორიგი დახმარება აღმოუჩინა. მიღებული ტექნიკა მნიშვნელოვნად დაგვეხმარება აზიურ ფაროსანასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან არაერთი დახმარება გვაქვს მიღებული, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და მჭიდრო თანამშრომლობის დადასტურებაა“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


„ჩინეთის მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება საქართველოს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მიერ გადმოცემული აღჭურვილობა ქვეყანას პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება, რაც პერსპექტივაში ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგის შეუფერხებელ განვითარებას“ - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ძი იანჩიმ.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდა.